понедельник, 3 декабря 2018 г.

ტესტების კრებული ბიოლოგიაში 2


            
                               
ბიოლოგიის სავარჯიშო


1.
რომელი ელემენტები შედის განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ადამიანის ორგანიზმში?

2.
რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე რკინის ნაკლებობა საკვებ პროდუქტებში?

3.
რომელი დაავადებაა დაკავშირებული იოდის დეფიციტთან?

4.
რომელი ელემენტის ნაკლებობა იწვევს დეპრესიას?

5.
დაასახელე იმუნური სისტემის მოქმედებაში მონაწილე ელემენტი.

6.
რომელი ელემენტი მონაწილეობს ლიპიდების გარდაქმნაში/

7.,,
ყინული შედარებულია  საბანთან" რა ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს?

8.
რატომ გსიამოვნებს ზღვაში საღამოს ჩასვლა? რომელი უფრო თბილია, წყალი თუ  ქვიშა?

9.
დნმ-რამდენი პოლინუკლეოტიდური ჯაჭვისგან შედგება?

10.
რნმ-ში ნუკლეოტიდი ადენინი რას უკავშირდება?

11.
რამდენი მემბრანისგან შედგება ბირთვის გარსი?

12.
ქრომატინი  ----------  და  ------------- გან წარმოქმნილი გრძელი ძაფებია.

13.
რა განსხვავებაა გლუვ და ხორკლიან ენდოპლაზმურ ბადეს შორის?

14.
როგორ გესმით ტერმინი ,,ეგზოტოქსინი"?

15.
განმარტე ტერმინი ,,გოლჯის აპარატი"

16.
ლიზოსომის როლი ორგანიზმში ,როგორ გესმით

17.
რომელი ორგანოიდით ხდება უჯრედში ენერგიის მომარაგება?

18.
იფიქრე,რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანის ძლიერ დანაოჭებას ?

19.
აღწერე  ,,პლასტიდები"

20.
აღწერე ბირთვის როლი .

Комментариев нет:

Отправить комментарий