საწრეო მუშაობის რეფლექსია


საწრეო მუშაობა ,,გარემოს დამცველნი" რეფლექსია

                       საწრეო მუშაობა ბიოლოგიაში 
                                   რეფლექსია    
 წრის დასახელება: ,,გარემოს დამცველნი"
წრის მიზანი:მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ე ს გ-ის მოთხოვნების მიხედვით საბუნებისმეტყველო საგნებში, კერძოდ ბიოლოგიაში.
ურთიერთთანამშრომლობის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების, ექსპერიმენტის ჩატარების, ეკოლოგიურ მოვლენათა მიზეზ- შედეგობრივი კავშირების დადგენის, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარება.


წრის ჩამოყალიბების იდეა ჯერ კიდევ პირველ სემესტრში გამიჩნდა , მინდოდა ჩემი მოსწავლეებისთვის დამატებით რაიმე გამეკეთებინა,რაც მათ თავდაჯერებულობას შემატებდა,მოტივაციას კიდევ უფრო აუმაღლებდა,უფრო დააინტერესებდათ,ვიდრე რუტინული პროცესი-გაკვეთილების სახით.
ვაანალიზებ რა გაწეულ სამუშაოს,ჩვენს შეხვედრებს,იმ ემოციებს  თუ შედეგებს,რასაც ყოველი შეხვედრის შემდეგ ჩემი მოსწავლეები ვერ მალავდნენ და მიზიარებდნენ,მივხვდი,რომ ეს სწორედ ის იყო,რაც უნდა გამეკეთებინა.
როგორც მასწავლებელს გააზრებული მაქვს ასეთი შეხვედრების როლი და მნიშვნელობა სწავლა-სწავლების პროცესში. საინტერესო ისიყო , რომ გარემოს დაცვა, გადაუდებელი აუცილებლობა რაც ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პრობლემაა, მოსწავლეები გულწრფელად ფიქრობდნენ აღნიშნულ პრობლემურ და მტკივნეულ საკითხზე.   საინტერესო ნამუშევრები შექმნეს გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, რითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
   ერთ-ერთი  მტკივნეული თემა რომელიც ბათუმის ეკოლოგიურ პრობლემებს ეხებოდა , მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, მოაწყვეს დისკუსია.   ვიმსჯელეთ და მოვაწყვეთ დისკუსია   რა გზები უნდა მოვძებნოთ რომ შემცირდეს მავნე ნივთიერებების რაოდენობა გარემოში, რატომ არის აუცილებელი ნაგავ გადამამუშავებელი ქარხნების აგება.
     ამდენი მავნე ნივთიერებები : მანქანების გამონაბოლქვი , ნარჩენები რამდენად მოქმედებს ადამიანისა და ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მდგომარეობაზე.
         საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ასევე  მდინარის ეკოსისტემაში.  მრავალი წყლის ცხოველი თუ , მცენარე  სწორედ დაიღუპა და დრესაც კვდება  მდინარეში ჩაყრილი ნაგავით,  უამრავი შხამ - ქიმიკატებით და პესტიციდებით .  


მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება , მე ვფიქრობ თითოეულ საგანში უნდა ხორციელდებოდეს  დამატებითი შეხვედრები, რომლებიც სახალისო, საინტერესო და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს. 

მნიშვნელოვნად და საინტერესოდ მომეჩვენა ის ,რომ მოსწავლეები უმნიშვნელო რეკომენდაციის ფონზე საკმაოდ კარგად ართმევდნენ თავს აქტივობების შესრულებას.  ნაბეღლავის ქარხანაში გასვლითი ექსკურსია როგორც მოსწავლეების ასევე კოლეგებისთვისას  ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.
შემდგომში უფრო მეტ გასვლით  შეხვედრებს დავგეგმავ . საბოლოოდ კმაყოფილი ვარ, როგორც საკუთარი მუშაობით  ასევე ჩემი მოსწავლეებით  , რომლებიც დიდი შემართებით საქმიანობდნენ
   
წარმატებები მინდა ვუსურვო ჩემს მონდომებულ მოსწავლეებს..

Комментариев нет:

Отправить комментарий