четверг, 13 июня 2019 г.

პროექტი/რეფლექსია


პროექტი: წყალი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები.



პროექტის აღწერა

   მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას წყლის მნიშვნელობაზე დედამიწაზე სიცოცხლის    არსებობისათვის.    გააცნობიერებენ    წყალთან   დაკავშირებულ პრობლემებს.       მოიპოვებენ       ინფორმაციას      წყალთან      დაკავშირებულ პრობლემებზე როგორც მთელ დედამიწაზე,  ისე მათ დასახლებულ  პუქტში.

პროექტის სრული აღწერა: მასწავლებელი ასახელებს სოფელში არსებულ პრობლემას: ,,ბოლო წლებში საგრძნობლად იკლო სოფელში გრუნტი წყლების დონემ, რასაც მოყვა ჭების დაშრობა. ოჯახები დარჩა სასმელი წყლის გარეშე. რთული ვითარებაა წყლით მომარაგების მხრივ მსოფლიოშიც. წყლის დაჭუჭყიანებამ მიიღო კატასტროფული მასშტაბები. რა ვიცით ყოველივე ამის შესახებ? რა არის გამოსავალი?''. მასწავლებელი კლასს სთავაზობს დამუშაოს პროექტი, რომელიც დაკავშირებულია მოცემულ პრობლემასთან. შეთავაზებული იქნა სხვადასხვა სახელწოდება: ,,წყლი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები'', ,,წყალი სიცოცხლის წყარო'', ,,წყალი და ეკოლოგიური პრობლემები''. მოსწავლეების მიერ მასწავლებლის დახმარებით განისაზღვრა ერთი თემა ,,წყლი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები''.


Рисунок 1
  


პროექტის დამუშავება გადაწყდა რამდენიმე მიმართულებით:
1. წყლის მნიშვნელობა;
2. გრუნტის წყლები;
3. რა თვისებები უნდა ჰქონდეს სასმელად ვარგის წალს?
4. წყლის დაბინძურების წყაროები;

შეიქმნა 4 სამუშაო ჯგუფი.  დავალებები გადანაწილდა ჯგუფების მიხედვით.
1. აქტივობა
 პირველ ეტაპზე თითოეული ჯგუფი მათვის მიცემული მიმართულებებით მოიძიებს ინფორმაციას და მასალებს ინტერნეტის, ბიბლიოთეკის, სახელმძღვანელოებისა და მოსახლეობაში ჩატარებული ინტერვიუს მეშვეობით.
2. აქტივობა
ჯგუფები წარმოადგენენ მიღებულ ინფორმაციას და მასალებს. აანალიზებენ და ამუშავებენ მას, აკეთებენ დასკვნებს და ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით ამზადებენ პრეზენტაციებს.
3. აქტივობა
ჯგუფები მუშაობენ ერთად. ხდება ჯგუფების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გაერთიანება და სისტემატიზაცია. ადგენენ პრობლემის ანალიზის სქემას (პრობლემა, გამომწვევი მიზეზები, გადაჭრის გზები). ამზადებენ პრეზენტაციას ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით.
4. აქტივობა
მოსწავლეები ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით ამზადებენ კედლის გაზეთს და ბუკლეტებს (სტუმრებზე დასარიგებლად) წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გამომწვევ მიზეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე.
5. აქტივობა
მოსწავლეები იწვევენს სტუმრებს (მოსწავლეები, მასწავლებლები, თემის წარმომადგენლები), არიგებენ ბუკლეტებს და აკეთებენ პროექტის პრეზენტაციას. იმართება დისკუსია.

მონაწილეთა ასაკი:      შერეული ჯგუფი


ვადებიდახანგრძლივობა:   1 კვირა



  
მოსალოდნელი შედეგები:
·                     შეიქმნება საპრეზენტაციო ნამუშევრები ;
·                     მოსწავლეთა ნამუშევრები ხელმისაწვდომი გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის;
·                     მასწავლებლი უკეთ შეაფასებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს;
·                     ამაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია;
·                     საზოგადოებას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებსშორის  დამყარდება თანამშრომლობითი ურთიერთობა;
·                     მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ მოახდინონ საკუთარი უნარების რეალიზება და მათი თავისუფალი დრო დახარჯული იქნება სასარგებლო საქმიანობაში.



სამუშაო ენა:  ქართული.
პროექტის ფასილიტატორი:   თამარ გორგაძე
.
ფასილიტატორის ელ.ფოსტა:   gorgadze1988@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: meore-tamargorgadze.blogspot.com










                                     რეფლექსია
პროექტი: წყალი, მისი მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
      სუფთა  წყალი ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  პრობლემაა ჩვენი მოსახლეობისათვის,პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები გაეცნენ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებს,რა ზიანის მოტანა შეუძლია დაბინძურებულ წყალს.
  მნიშვნელოვანია ისიც , რომ მოსწავლეები შეეხენ ისეთ საკითხს როგორიცაა სუფთა წყლის არსებობა სოფლებში, ასევე გრუნტის წყლების  საერთოდ დაშრობაზე. რა უარყოფით ზიანს მოიტანს წყლის დეფიციტი.
  პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფმა შეასრულა სხვადასხვა სახის დავალებები, მოიძიეს ინფორმაცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, გააკეთეს პრეზენტაცია, შექმნეს  რესურსი (ბუკლეტი, კედლის გაზეთი). რათქმაუნდა ისტ-ის გამოყენებით.
        პროექტებით სწავლება ესაა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთ თანამშრომლობა , ასევე თანატოლთა თანამშრომლობა, რომლის დროსაც მაღლდება მოსწავლეთა მოტივაცია, იზრდება საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა, მოსწავლეს უყალიბდება ისეთი უნარ-ჩვევები როგორიცაა  ინფორმაციის მოძიება-დახარისხება, მუშაობის ორიგინალობისა და გამომგონებლობისდემონსტრირება;
     საღი მსჯელობა და ახალი იდეების განვითარება, განხორციელება და სხვებისთვის გაზიარება;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში. და ა.შ

საბოლოოდ მოსწავლეები თანიანთ რესურსს დაურიგებენ მოწვეულ სტუმრებს , რათა უკეთ გაეცნონ აღნიშნულ საკითხს.

Комментариев нет:

Отправить комментарий