среда, 19 июня 2019 г.

რესურსის ფოტოები












         სასწავლო რესურსის ,,ყვავილის ძირითადი ნაწილები და ყვავილოვანი მცენარის სასიცოცხლო ციკლი“ 
                                  რ   ე  ფ  ლ  ე  ქ  ს  ი ა                                                                                                   სასწავლო რესურსი მოიცავს A-ფორმატზე ფერადი მარკერებით შესრულებულ ყვავილის აგებულების მონახაზს,რომელზეც ყვავილის ძირითადი ნაწილებია წარმოდგენილი(ბუტკო:დინგი, სვეტი , ნასკვი. ჩანასახოვანი პარკი,თესლკვირტი, მტვრიანა:სამტვრე, სამტვრე ძაფი. გვირგვინის ფურცელი, ჯამის ფოთოლაკი.)მოსწავლეები  დაასახელებენ ყვავილის ნაწილებს, ასევე ნაყოფისა და თესლის წარმოქმნის პროცესი. მოკლეთ,  რომ  ვთქვათ ყვავილოვანი მცენარის სასიცოცხლო ციკლია  აღწერილი, თავისი წარწერებით.  თვალსაჩინოებას ვაკრავ მაგნიტურ დაფაზე და ფერადი მაგნიტების მოძრაობით  მოსწავლეები სწავლობენ და აჩვენებენ ყვავილის  აგებულებას , ამოიცნობენ რომელ ნახატზეა ნაჩვენები განაყოფიერება , როგორ ხდება დამტვერვა და თესლის წარმოქმნის ილუსტრაციებს.   რესურსი გამოიყენება  მე-11  კლასში.
   ესგ.სტანდარტი XI ბიოლ.5 მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდური განვითარების  ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა , თუ  მოსწავლე:
·         აღწერს ყვავილოვან მცენარეებში განაყოფიერებას და  ეტაპებს წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი სშუალებით(მაგ. სქემა,ნახატი ან კოლაჟი);

 იდეა წამოვიდა ერთ-ერთი გაკვეთილიდან, როცა მოსწავლეებმა ჯფუფებში ფლიპჩარტებზე გააკეთეს პრეზენტაციები  ,,ყვავილის აგებულებისა და ყვავილოვანი მცენარის სასიცოცხლო ციკლის შესახებ“ .   პრეზენტაცია ძალიან ეფექტური გამოვიდა  და თან კარგად დაიმახსოვრეს ყვავილის აგებულება, ასევე ნაყოფისა და თესლის წარმოქმნა.  
   გაკვეთილებზე რესურსმა მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყო, ყველა მოსწავლემ (მე-11 კლასი) გამოთქვა სურვილი აქტივობაში-ყვავილის აგებულებისა და ყვავილოვანი მცენარის სასიცოცხლო ციკლის შესახებ  სქემატური გამოსახვა- ჩართვისთვის, ეს არის სწავლა კეთებით, რომელიც მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობის, თანაშემოქმედობის უნარს უვითარებს, ხოლო მასწავლებელი არის გიდი, რომელიც აძლევს მიმართულებას, ეხმარება მოსწავლეებს  ახალი ცოდნის აღმოჩენაში. 
     ვფიქრობ მივაღწიე სასწავლო მიზანს, მოსწავლეებმა ისწავლეს ყვავილის აგებულება, ასევე კარგად გაართვეს თავი დაემახსოვრებინათ ყვავილოვანი მცენარის სასიცოცხლო ციკლი, რასაც ზეპირი ახსნით ან ილუსტრაციაზე ჩვენებით  ნაკლებად შეძლებდნენ. რა თქმა უნდა დამატებით რესურსად ვიყენებ აღნიშნული თემის  მოდელებს და ფერად ილუსტრაციებს.
    რესურსი  დამხმარე მასალად შეიძლება გამოვიყენოთ ასევე დაბალ კლასებშიც.
   რესურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი, სწავლის უნარების, წიგნიერების განვითარებას.



Комментариев нет:

Отправить комментарий