პროექტი


პროექტის სახელწოდება: მდინარის დაბინძურება
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები ცდების ჩატარებით  შეისწავლიან წყლის სისუფთავის დადგენას. გამოიკვლევენ მდინარის ეკოლოგიურ პრობლემებს და მოაწყობენ მის გაწმენდით აქციას.
პროექტის აქტუალობა: ამ პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს დაეხმარებათ გაიგონ რა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ზემოქმედება გარემოს მიმართ.
პროექტის მიზნები : მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული და კვლევითი აზროვნების უნარი. ისტ-ის საშუალებით დამატებითი ინფორმაციის მოპოვების და ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდებათ. მოსწავლეებს აუმაღლდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, მოსწავლეებს გაეზრდებათ მოტივაცია.
მონაწილეთა ასაკი: 12 წელი
ვადები/გაგრძელება: ერთი თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები შექმნიან პრეზენტაციის ფაილებს, შეიქმნება შერჩეულ თემაზე ჩანახატები, შეიქმნება  ბლოგი .
პროექტისათვის საჭირო რესურსები: კომპიუტერი,  ენციკლოპედია ინტერნეტი, პრინტერი, ფოტოაპარატი, ცდისთვის საჭირო მარგანცოვკა.
პროექტის მსვლელობა : საპროექტო თემის შერჩევის შემდეგ  შეიქმნება პროექტის გეგმა და მისი განხორციელების ეტაპები, მოსწავლეები გაიყოფა ორ ჯგუფად, ერთ ჯგუფს მივცემ დავალებას მოიძიონ ინფორმაცია მდინარეზე და დაბინძურებულ გარემოზე, მეორე ჯგუფი კი გამოიკვლევს წყლის დაბინძურებას , თუ რამდენადაა დაბინძურებული მდინარის წყალი. Power-point – ში გააკეთებენ პრეზენტაციას. მოსწავლეები საბოლოოდ გამოიტანენ დასკვნებს ,შეაჯერებენ პროექტს და დაიწყებენ პროექტის ანგარიშის შექმნას . პროექტი პროექტორის გამოყენებით  წარდგენილი იქნება ფართო საზოგადოებისთვის ,დასასრულს მოსწავლეები ავსებენ თვითშეფასების ბარათს.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: საბუნებისმეტყველო, ისტ , ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: გორგაძე თამარ
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: gorgadze1988@gmail.com
პროექტის ბლოგი:

Комментариев нет:

Отправить комментарий