გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:      61006034685
საგანი:  ბიოლოგია
გაკვეთილის ტიპი: სამოდელო /პრობლემაზე  ორიენტირებული
სწავლების საფეხური/კლასი:   XI კლასი
მოსწავლეთა     რაოდენობა:  10
კლასში   არ   არის  სსსმ მოსწავლე
გაკვეთილის თემა: გენმოდიფიცირებული ორგანიზმები
გაკვეთილის ხანგრძლივობა:  45 წუთი
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები  მასწავლებლის  მიერ მიწოდებული  ბარათების  მიხედვით   ამოიცნობენ გენმოდიფიცირებულ საკვებს,რომელია მართებული მტკიცება,რომელია მცდარი.გაეცნობიან ინფორმაციას თუ როგორ ხდება გმ-ს მიღება,სამედიცინო კუთხით გამოიყენება თუ არა მოდიფიცირებული ბაქტერიები,ვირუსები და მათ  გავლენას  ადამიანზე, მოცემულ ვიდეო-ფილმის  სიტუაციაში   მოსწავლეები  იპოვიან    პრობლემას  და  ამ  პრობლემის    გადაჭრის   ალტერნატიულ   გზებს. 
წინარე ცოდნა: მოსწავლეები  იცნობენ  გენმოდიფიცირებულ საკვებს ,ზოგადი წარმოდგენა აქვთ გენმოდიფიცირებული საკვების დადებითი  და უარყოფითი მხარეების შესახებ.
განსავითარებელი უნარები:
  • ლოგიკური აზროვნება
  • თანამშრომლობა
  • პრობლემის მოგვარება
  • კრიტიკული აზროვნება

  • პრეზენტაციის უნარი
  • დაკვირვება

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


საორგანიზაციო  საკითხები
აქტივობის მიზანი:
·         მისალმება, სიის ამოკითხვა, განწყობის შექმნა;
·         გაკვეთილის თემის გაცნობა;
·         შეფასების ფორმების და კრიტერიუმების გაცნობა;
აქტივობის  აღწერა: გაკვეთილის დაწყებისას მოსწავლეებთან მისალმების შემდეგ ვავსებ ჟურნალს, შემდეგ მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზანს,  შეფასების ფორმასა და კრიტერიუმებს.
მისაღწევი  შედეგი: მოსწავლეს ეცოდინება გაკვეთილის მიზანი და შეფასების კრიტერიუმები.

ვერბალური ახსნა
მთელი კლასი
დაფა,
ცარცი
2 წთ
2



აქტივობის მიზანი:  წინარე ცოდნის გააქტიურება.
აქტივობის აღწერა: წინარე ცოდნის გააქტიურების  მიზნით
მასწავლებელი სვამს შეკითხვებს
 1.რა არის გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები?
2.რა განსხვავებაა გმ-ს და ჩვეულებრივ საკვებს შორის?
3.რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით?
4.რამდენად მზად არის საზოგადოება აიკრძალოს გენმოდიფიცირებული საკვები?
5.რა რისკების წინაშე დგას ცოცხალი ორგანიზმები გმ-ს საკვების მიღების შემდგომ?
მასწავლებელი  დაფაზე  წერს  მოსწავლეების  მხრიდან  გამოთქმულ  ვერსიებს.
მისაღწევი  შედეგი: მოსწავლეს შეუძლია  შესწავლილი მასალის საფუძველზე კითხვებზე პასუხის გაცემა  და  მსჯელობა. 

კითხვა-პასუხი,
გამოწვევა
მთელი  კლასი
 დაფა, ცარცი.
3 წთ
3
აქტივობის მიზანი:     თემის    გაცნობა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  უხსნის  მოსწავლეებს თუ როგორი დამოკიდებულება  არსებობს სხვადასხვა ორგანიზმსა და გენმოდიფიცირებულ საკვებს შორის. საუბრობს გმ - მოჰყავს  შესაბამისი  მაგალითები.
( შესაბამისი  მასალების  გაშუქებას  ახდენს  პროექტორის  საშუალებით)
მინი-ლექცია
მთელი კლასი
პროექტორი, დაფა, ცარცი, კომპიუტერი
3 წთ
4
აქტივობა: 1
აქტივობის მიზანი: ბარათების საშუალებით  მოსწავლეები  ამოიცნობენ
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი  ,,იდუმალი  ყუთიდან“ სთხოვს მოსწავლეებს მორიგეობით  ამოიღონ  ბარათები, სადაც  წერია  სხვადასხვა  დებულებები გმ-ს  შესახებ. მოსწავლეებმა    უნდა  ამოიცნონ  რომელია  ჭეშმარიტი  დებულება  და  რომელია  მცდარი.
დებულებები:რა არის გმო
ესაა ორგანიზმები შეცვლილი გენური აპარატით. მათ გენეტიკური კოდის ხელოვნური კორექტირებით იღებენ.
ამ მიზნით ძირითადად იყენებენ ვირუსებს, ბაქტერიებს, რომელთა გენები უკვე შეცვლილია საჭირო მიმართულებით. უჯრედში დანერგვით ისინი გენურ კოდს საჭირო მხარეს ცვლიან.



1982 წელს მონსანტომ  გენეტიკური ტრანსფორმაციის წარმატებული ექსპერიმენტი ჩაატარეს.



არ  ·  იყენებენ დაავადების აღკვეთისთვის ვაქცინის შემუშავებისას
·  მოდიფიცირებული ბაქტერიები ინსულინის გამომუშავებას არ  ეხმარება

 

პირველად მსოფლიოში გენმოდიფიცირებული, კლონირებული ძაღლი გამოიყვანეს არ არის სწორი


გმოს საკვები არ  იწვევს      ურადღების დეფიციტის სინდრომისა და ჰიპერაქტიურობის განვითარებას  ბავშვებში.



ჩინელმა მეცნიერებმა გამოიყვანეს გმობრინჯი, რომელიც იისფერია. ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ბრინჯს კიბოსა და დიაბეტისგან დაცვა შეუძლია.

მისაღწევი  შედეგი: მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს ლოგიკური აზროვნების და დაკვირვების უნარი.

,,იდუმალი
ყუთი“
ინდივიდუალური
ყუთი, კალამი, ფერადი ფურცლები
5 წთ
5



აქტივობა: 2
აქტივობის მიზანი:  მასწავლებლის    მიერ მიცემული მასალიდან მოსწავლეები ჩამოთვლიან   დამოკიდებულებებს     და    აღწერენ   მათ გავლენას ადამიანზე.
აქტივობის   აღწერა: მასწავლებელი   კლასს  ჰყოფს ჯგუფებად,(3 ჯგუფი)
მისაღწევი  შედეგი: მოსწავლეებს  ეცოდინებათ  თუ რა პრობლემას უქმნის  ადამიანს, ცხოველებს  გენმოდიფიცირებული საკვები.
ჯგუფური  მუშაობა,
პრეზენტაცია
მცირე  ჯგუფები
ფლიფჩარტი, მარკერი, საშლელი, კალამი, ფანქარი.
12 წთ
6






აქტივობის მიზანი: თემის  გაცნობა;
აქტივობის აღწერა:  გაკვეთილზე განხილული საკითხის ათვისების შემოწმების  მიზნით  მასწავლებელი კითხულობს მინი ლექციას, სადაც  ისაუბრებს  იმის  შესახებ, რომ   მათი  მიღება   საზიანოა. მოჰყავს შესაბამისი  მაგალითები.
მისაღწევი  შედეგი: მოსწავლეს ეცოდინება, რომ  მოცემული  საკვები რამდენად საზიანოა,მის მიღებას  რა უარყოფითი მხარე აქვს.
მინი ლექცია
მთელი კლასი
წინასწარ  მომზადებული მინი ლექცია , პროექტორი

3 წთ

7

აქტივობა: 3 ვიდეო ფილმის ჩვენება გენმოდიფიცირებულ საკვებზე.
აქტივობის მიზანი: მოცემულ ვიდეო- ფილმის სიტუაციაში  მოსწავლეებმა  იპოვონ  პრობლემა  და მისი     გადაჭრის  ალტერნატიული გზები. 
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი   დასკვნით  ნაწილში  შესთავაზებს  ფილმს გენმოდიფიცირებულ საკვებთან დაკავშირებით, იგი  უჩვენებს  ჯერ ფილმის ნახევარს, სადაც ჩანს  პრობლემა და მის მიერ  გამოწვეული შედეგი. მოსწავლეებმა  ჯგუფებში  უნდა ამოიცნონ პრობლემა, მიზეზი და დასახონ  პრევენცია, დაასახელონ  პრობლემის  მოგვარების  გზები. ამის შემდეგ აჩვენებს  ფილმის მეორე ნახევარს, სადაც   ასახულია თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავძლიოთ   ეს პრობლემა.
მასწავლებელი  აფასებს  მათ  მუშაობას  შესაბამისი  რუბრიკით.
მისაღწევი  შედეგი: მოსწავლეები შეძლებენ  მოცემული  პრობლემის  გაანალიზებას  და  დასახავენ მისი  გადაჭრის  გზებს.
სასწავლო  ფილმი,
პრეზენტაცია (შედეგების გაცნობა/შეჯამებ
ჯგუფური სამუშაო
თაბახის ფურცელი, კალამი, პროექტორი
11 წთ
8
აქტივობის  მიზანი: თვითშეფასება/ურთიერთშეფასება.
აქტივობის  აღწერა: მოსწავლეები საკუთარი ჯგუფის მუშაობას აფასებენ კომენტარებით.
 მოსწავლეები ფასდებიან განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.

საშინაო დაალება:    
შეფასება/
თვითშეფასება/
საშინაო დავალება
ინდივიდუალური/
შერჩევით.
შეფასების  რუბრიკები,
4 წთ
9
მოსწავლის გვარი/სახელი       -------------------------------------------
დაასრულე ქვემოთ მოცემული წინადადებები:
  • დღევანდელი გაკვეთილიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო იმიტომ, რომ        -----------------------------
  • ჩემთვის ბუნდოვანი დარჩა--------------------------------------
·         დღევანდელი გაკვეთილიდან  რომელ საკითხზე ვისურვებდი უფრო მეტი ინფორმაციის გაგებას ------------------------------------------------------------------------------------
გასასვლელი ბილეთები
ინდივიდუალური
თაბახის ფურცელი, კალამი
2 წთ

გაკვეთილის    ბოლოს    მისაღწევი      შედეგები:
კვლ.XI.4  .მოსწავლეს   შეუძლია   მონაცემთა   ანალიზი    და     შეფასება.
შედეგი  თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
აფასებს, იძლევა  თუ არა  გამოტანილი  დასკვნები მორიგი  ვარაუდის  გამოთქმის საშუალებას;

ბიოლ.XI.6  მოსწავლეს შეუძლია ჩამოაყალიბოს მემკვიდრეობითობის კანონები და იმსჯელოს  ცვალებადობის ფორმებზე.

შედეგი თვალსაჩინოა , თუ მოსწავლე: მსჯელობს გენური ინჟინერიის მეღწევების დადებით და უარყოფით მხარეებზ


                                                ჯგუფური მუშაობის შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმი
ძალიან კარგი 
         4
კარგი
 3
საშუალო 
  2
საშუალოზე დაბალი
1
სამუშაოს  მიზნის გააზრება
ჯგუფმა სამუშაო  მიზანი კარგად გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გააცნობიერა
ჯგუფმა სამუშაო მიზანი ვერ  გააცნობიერა
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრების შორის ფუნქციები სწორად  და თანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო  ნაწილობრივ ორგანიზებული იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
სამუშაო  ორგანიზებული  არ იყო.ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული.
თანამშრომლობა
ჯგუფის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
ჯგუფის  თითქმის ყველა წევრი აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს საქმიან გარემოში.
მხოლოდ ერთი ან ორი წევრი აქტიურობს,  შეინიშნება ჯგუფებს წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა.
ჯგუფის წევრები არ მუშაობს, არ შეინიშნება თანამშრომლობითი გარემო ჯგუფის წევრებს შორის.
პრეზენტაცია
მოსაუბრე თითქმის ყოველთვის აუდიტორიას უყურებს,
საუბრობს დამაჯერებლად, აუდიტორიისთვის  გასაგებად, თემას ასაბუთებს  სრულყოფილად, სრულად იცავს  რეგლამენტს.
მოსაუბრე თითქმის ყოველთვის აუდიტორიას უყურებს,
საუბრობს დამაჯერებლად, აუდიტორიისთვის  გასაგებად, ნაწილობრივ ასაბუთებს  ფაქტებს,
სრულად იცავს  რეგლამენტს.
მოსაუბრე მხოლოდ ზოგჯერ შეხედავს ხოლმე უდიტორიას,
საუბრობს დამაჯერებლად, აუდიტორიისთვის  გასაგებად, ნაწილობრივ ასაბუთებს  ფაქტებს,
სრულად იცავს  რეგლამენტს.
მოსაუბრე მხოლოდ ზოგჯერ შეხედავს ხოლმე უდიტორიას,
ნაწილობრივ საუბრობს  აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე, ვერ  ასაბუთებს  ფაქტებს,
სრულად  ვერ იცავს  რეგლამენტს.







                       თხილნარის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის  მასწავლებლის  თამარ გორგაძის მიერ 2019 წლის  8 აპრილს ჩატარებული გაკვეთილის  ,, გენმოდიფიცირებული ორგანიზმები“
                                                                                           
    მასწავლებლის  მთვარი საზრუნავია,ის რომ მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განუვითაროთ პრობლემის გადაჭრის უნარი, რომელიც ბავშვებს შემდგომში დაეხმარებათ პროფესიული კარიერის წარმატებით მისაღწევად.
             აღნიშნული  ტიპის გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარება ჯერ გამოავლინონ პრობლემა  და  შემდგომ იმსჯელონ მათი გადაჭრის გზებზე.
              ჩემი აზრით, დამსწრე კოლეგები დაინტერესდნენ ჩატარებული გაკვეთილით, განხორციელებული აქტივობებით. განსაკუთრებით აღნიშნეს მეთოდი    ,,იდუმალი  ყუთიდან“  ბარათების აღება,  სადაც  წერია  სხვადასხვა  დებულებები გმ-ს  შესახებ. მოსწავლეებმა    უნდა  ამოიცნონ  რომელია  ჭეშმარიტი  დებულება  და  რომელია  მცდარი. რის შედეგადაც მოსწავლე ჩამოუყალიბდება  ლოგიკური აზროვნების და დაკვირვების უნარი.  დაისვა შეკითხვები,მოსწავლეებმა იმსჯელეს აღნიშნული თემის ირგვლივ.გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს ვაძლევდი მითითებებს, მოსწავლეები აფასებდნენ ერთმანეტს და მე როგორც მასწავლებელი ვაძლევდი უკუკავშირს  .მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ აზრს.პრობლემის გადაჭრისათვის მივეცი საკმარისი დრო. ვაჩვენე  ვიდეომა მასალა,  გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე   მოცემულ ვიდეო- ფილმის სიტუაციაში  მოსწავლეებმა  იპოვეს   პრობლემა  და  იმსჯელეს მისი     გადაჭრის  ალტერნატიულ გზებზე.    ჯერ ფილმის ნახევარი ვაჩვენე , სადაც ჩანს  პრობლემა და მის მიერ  გამოწვეული შედეგი. მოსწავლეებს   ჯგუფებში  უნდა ამოეცნეს  პრობლემა, მიზეზი და  შემდგომ უნდა დაესახათ   პრევენცია, დაასახელეს   პრობლემის  მოგვარების  გზები. ამის შემდეგ ვაჩვენე  ფილმის მეორე ნახევარი, სადაც   ასახულია თუ როგორ უნდა მოვიქცეთ რომ დავძლიოთ   ეს პრობლემა.მოსწავლეები  შევაფასე მუშაობის შესაბამისი რუბრიკით.
            მოსწავლეები ყალიბდებიან დამოუკიდებელ პიროვნებებად,რომელთაც შეუძლიათ პრობლემურ სიტუაციაში მუდვივად იპოვონ გამოსავალი და იზრუნონ პიროვნულ და პროფესიულ განვითრებაზე.
             ამ გაკვეთილის ჩატარების შემთხვევაში შევეცდები მსგავს პრობლემურ სიტუაციაში განვახორციელო ისეთი აქტივობები სადაც  მოსწავლეებს შეეძლებათ უფრო მეტი კრიტიკულად მსჯელობა,  ,მეტ  თვალსაჩინოებებს ვაჩვენებდი რათა მსგავს პრობლემებზე უფრო  მეტად იყვნენ აქტიურები,ჩართულები.
            ჯგუფური მუშაობის დროს  იზრდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა,ერთდ წყვეტენ პრობლემის გადაჭრის გზებს,აკეთებენ პრეზენტაციას, სწავლობენ თანამშრობლობით ურთერთობას, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარის განვითრებით. საბოლოოდ იზრდება მოტივაცია და სწავლის პროცესისსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. კოლეგებსაც ვურჩევდი მსგავსი აქტივობების განხორციელებას,რადგან მასწავლებელი აძლევს პრობლემურ მასალას, მოსწავლეები კი დამოუკიდებლად ეძებენ გამოსავალს, აკეთებენ ანალიზს ხოლო რაც შეეხება  შეფასებას მოვახდენ განმსაზღვრელ  და განმავითარებელ შეფასებას.ასევე მოსწავლეები მოახდენენ თვითშეფასებას და თანატოლთა შეფასებას.
            აღნიშნული აქტივობები  წარიმართა გეგმის შესაბამისად.ყველაზე წარმატებული აქტივობა ვფიქრობ იყო ,,იდუმალი ყუთიდან“ სწორი და არასწორი დებულებების ამოცნობა.მოსწავლეებისთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა და ეს თვითონაც აღნიშნეს.
            დაგეგმილი აქტივობებიდან ყველა განვახორციელე, თუმცა  
           შემდგომში მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას  შესაძლოა შევცვალო  აქტივობის რაოდენობა ,ვფიქრობ პრობლემურ ვიდეო მასალას უფრო მეტ დროს დავუთმობ , რათა მეტად ჩაერთონ და იაქტიურონ ბავშვებმა.

თარიღი:
ხელმოწერა:

Комментариев нет:

Отправить комментарий