გაკვეთილის გეგმა


                      გაკვეთილის გეგმა                                                                                                    თამარ გორგაძე

მასწავლებელი:     თამარ გორგაძე
საგანი:          ბიოლოგია
თემა:   გენეტიკური დაავადებები
კლასი:               მე-9
დრო:              45   წუთი
მოსწავლეთა პროფილი:       კლასში არის 11 მოსწავლე,კლასში არარის სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლემ შეძლოს:დაახასიათოს მემკვიდრეობა,იმსჯელოს  გენეტიკის  მნიშვნელობაზე,ეცნობა  სქესის გენეტიკას  და განსაზღვრავს სხვადასხვა გენეტიკური  დაავადების  გამოვლენის ალბათობას.შეძლოს  ინფორმაციის  ანალიზი  და  შეფასება.

საჭირო წინარე ცოდნა და უნარჩვევები:  მოსწავლეს მოეთხოვება -მემკვიდრეობითობის დახასიათება,იცოდეს გენეტიკის მნიშვნელობა,როგორ გამოვლინდება სხვადასხვა გენეტიკური დარღვევები.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:ბიოლ.  IX.3 მოსწავლეს  შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების  გამოყენებით.
.იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს,გრაფიკებს)მონაცემთა წარმოსადგენათ.
  ბიოლ.   IX.4  მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი   და შეფასება.
.აანალიზებს  მონაცემებს  და გამოიტანს  დასკვნებს.
.ადარებს დასკვნებს გამოთქმულ  ვარაუდს.
  ბიოლ. IX.6მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მემკვიდრეობითობა და ჩამოაყალიბოს  მემკვიდრეობითობის კანონები, იმსჯელოს გენეტიკის მნიშვნელობაზე  მედიცინაში.
.აღწერს ადამიანში ზოგიერთი  მენდელისეული ნიშნის (მაგ.თვალის ფერი,ყურის ბიბილოს ფორმა)მემკვიდრეობის სქემას.ასახელებს ზოგიერთი გენეტიკური დაავადების (მაგ.დაუნის დაავადება)მიზეზს.
შეფასება და თვითშეფასება: მოსწავლე შეიძლება შეფასდეს შემდეგი  კრიტერიუმის მიხედვით ,გამოთქვამს ვარაუდს,არგუმენტირებულათ აყალიბებს მოსაზრებებს ,ჯგუფის წევრები  ერთად მუშაობენ;უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ  ერთმანეთის  მოსაზრებებს .მოყავთ კონკრეტული  მაგალითები გენეტიკური დაავადებების  შესახებ,აანალიზებენ მონაცემებს;გამოაქვთ დასკვნები;
                         


სასწავლო მასალა და რესურსები: 
პროექტორი,კომპიუტერი,ტექსტები,  წიგნი, დაფა , ცარცი, სამუშაო ფურცლები.
აქტივობა 1.         მოთელვა ,საერთო  საკლასო      წუთი 10

აქტივობის მიზანი:
მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება და ვარაუდების გამოთქმა

აქტივობის აღწერა:რა არის მემკვიდრეობა ?როგორ ახერხებენ დედისეული ორგანიზმები ნიშან-თვისებების სრულად გადაცემას შვილეულ ორგანიზმებზე?რა იციან გენეტიკური დაავადების შესახებ?

აქტივობა# 2  ჯგუფებად დაყოფა,პრეზენტაცია.   (წუთი 25)

აქტივობის აღწერა:დავსვამ კითხვას ;1.გენეტიკა და მისი მნიშვნელობა.2.გამოვიკითხავ ინფორმაციას გენეტიკური დაავადებების შესახებ.მოსწავლეები წარმოაჩენენ სლაიდებსა და ვიდეო მასალას აღნიშნულ დაავადებებზე. 3. სულ გოგოები გვყავს ,ჩემმ მეუღლემ ბიჭი ვერ გააჩინა,ალბათ გსმენიათ მამაკაცებისგან?როგორ ფიქრობთ,მართლა ქალზეა დამოკიდებული ბიჭი გაჩნდება თუ გოგო?ვახსენებ მოსწავლეებს მეიოზის ფაზებს,ვაძლევ საშუალებას ისაუბრონ მეიოზ I და  მეიოზII  შორის  განსხვავებაზე.
აქტივობა# 3 მონაცემების ანალიზი,დასკვნების გამოტანა    (10 წუთი)
აქტივობის  მიზანი:კლასი დავყავი ორ ჯგუფად.ჯგუფებს დავუსვამ შეკითხვებს  და მოვისმენ პასუხებს.
აქტივობის აღწერა:
.გაიხსენეთ როგორ ხდება ალელების განაწილება სასქესო უჯრედებში?
.ჯგუფებს თანმიმდევრობით მივცემ დავალებებს,  დაუკვირდნენ  ილუსტრაციას,წაიკითხონ სავარჯიშო:დავუშვათ,ორივე მშობელი ყავისფერ თვალაა  და  ორივე  ჰეტეროზიგოტული,დაადგინონთვალების ფერის მიხედვით როგორი შვილები შეიძლება ეყოლოს  ამ წყვილს.რამდენი შეიძლება იყოს ყავისფერ თვალა,რამდენი ციფერთვალა? 
.დედას ყურის ბიბილოები შეზრდილი აქვს სახის კანთან.ეს  დომინანტური  ნიშანია.მამას ბიბილო შეზრდილი არაქვს,ეს  რეცესიული ნიშანია.დედა  ჰეტეროზიგოტულია;იანგარიშეთ :შეზრდილი   და არშეზრდილი ბიბილოს მქონე ბავშვების  დაბადების ალბათობა.  
ბოლოს მივცემ დავალებას
.







2 комментария: