среда, 5 июня 2019 г.

რეფლექსია მე-5 კლასის ,,ბუნება"


                       თხილნარის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიის  მასწავლებლის  თამარ გორგაძის მიერ 2019 წლის  29 აპრილს ჩატარებული გაკვეთილის  ,,ეკოსისტემები“
                                                             
    განათლების სისტემის მთვარი საზრუნავია,ის რომ მოსწავლეებმა შეძლონ სკოლაში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განუვითაროთ პრობლემის გადაჭრის უნარი. პრობლემის გადაჭრის უნარი გამოადგება ასევე პროფესიულ კარიერაში წარმატების მისაღწევად.
             აღნიშნულიტიპის გაკვეთილი მოსწავლეებს დაეხმარება ჯერ გამოავლინონ პრობლემა, რათქმაუნდა მასწავლებლის დახმარებით დაშემდგომ იმსჯელონ მათი გადაჭრის გზებზე.
              ჩემი აზრით,დამსწრე კოლეგები დაინტერესდნენ ჩატარებული გაკვეთილით, განხორციელებული აქტივობებით.განსაკუთრებით აღნიშნეს მეთოდი(შექმენი შენი პარაგრაფი), რომლის დროსაც მოსწავლეები დავყე ჯგუფებად, დავურიგე ფოტოები რომლებიც დაუკავშირეს ერთმანეთს და შექმნენ პარაგრაფი. დაისვა შეკითხვები,მოსწავლეებმა იმსჯელეს აღნიშნული თემის ირგვლივ.გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს ვაძლევდი მითითებებს, ვახაისებდი მათ.მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავდნენ საკუთარ აზრს.პრობლემის გადაჭრისათვის მივეცი საკმარისი დრო. წარმოაჩინეს პრეზენტაცია, ვიდეომა მასალა, სადაც ეკოსისტემაზე განხორციელებული პრობლემები იყო წარმოჩენილი.
            მოსწავლეები ყალიბდებიან დამოუკიდებელ პიროვნებებად,რომელთაც შეუძლიათ პრობლემურ სიტუაციაში მუდვივად იპოვონ გამოსავალი და იზრუნონ პიროვნულ და პროფესიულ განვითრებაზე.
             ამ გაკვეთილის ჩატარების შემთხვევაში შევეცდები მსგავს პრობლემურ სიტუაციაში განვახორციელო ისეთი აქტივობები გამოწვევა კითხვა-პასუხის რეჟიმში,მეტი თვალსაჩინოებების ჩვენება, ასეთი ტიპის გაკვეთილების ჩატარებისას, თუ პრობლემას ზუსტად ჩმოვაყალიბებ და აქტივობებს მსგავსად გადავანაწილებ, ადვილად მივაღწევთ შედეგს.
            ჯგუფური მუშაობის დროს  იზრდება თითოეული მოსწავლის ჩართულობა,ერთდ წყვეტენ პრობლემის გადაჭრის გზებს,აკეთებენ პრეზენტაციას, სწავლობენ თანამშრობლობით ურთერთობას, რაც ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარის განვითრებით. საბოლოოდ იზრდება მოტივაცია და სწავლის პროცესისსადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება. კოლეგებსაც ვურჩევდი მსგავსი აქტივობების განხორციელებას,რადგან მასწავლებელი აძლევს პრობლემურ მასალას, მოსწავლეები კი დამოუკიდებლად ეძებენ გამოსავალს, აკეთებენ ანალიზს და შეფასებას.
            აღნიშნული აქტივობების წარიმართა გეგმის შესაბამისად.ყველაზე წარმატებული აქტივობა იყო,პარაგრამის შექმნა, ჯგუფებმა წარმოადგინეს საინტერესო პარაგრაფები, რაც აისახა მათ შეფასებებშიც.
            დაგეგმილი აქტივობებიდან ყველა განვახორციელე, თუმცა მაღალი შეფასებები ერთ ჯგუფში ვერ დავწერე, ვთვლი რომ ჩემს მოსწავლეებს სჭირდება ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ. ამიტომ შევეცდები სწორედ იმ მოსწავლეს დავავალოთ პრეზენტაციები, რომელთაც ამის პრობლემა აქვთ.
           შემდგომში მსგავსი ტიპის გაკვეთილის ჩატარებისას არ შევცვლი აქტივობის რაოდენობას, აქტივობების სახე შეიძლება შევცვალო.

თარიღი:
ხელმოწერა:

Комментариев нет:

Отправить комментарий